ნინა დობრევი ემა ვოტსონთან მეგობრობის შესახებ

ორი უმშვენიერი ახალგაზრდა მსახიობი “ვამპირის დღიურები”ს ვარსკვლავი ნინა დობრევი და “ჰარი პოტერის”ს ვარსკვლავი ემა ვოტსონი “გარიყულის ცხოვრების სირთულეების” (The Perks of Being a Wallflower) გადღებებზე შეხვდნენ ერთმანეს, სადაც ემა ვოტსონი ერთ-ერთ მათვარ როლში, ხოლო ნინა დობრევი გაუპატიურებული და გარიყული გოგოს როლს თამაშობს. ერთ-ერთ მთავარ როლში ჯონი სიმონსია, რომელიც ნინა დობრევის ძმაა და ემა ვოტსონის პერსონაჟი უყვარდება. მიუხედავად იმისა, რომ ნინას ფაქტიურად ეპიზოდური როლი აქვს ფილმში ემას გაცნობა და მასთან დამეგობრება შეძლო, 18 სექტემბერს ვამპირის დღიურების ვარსკვლავი ნინა დობრევი ემის ყოვეწლიურ დაჯილდოებაზე იყო სადაც ინტერვიუ მისცა MTV Newsს წითელ ხალიჩაზე.
აი რას ამბობს ის ემა ვოტსონის შესახებ და ზოგადად ფილმზე “გარიყულის ცხოვრების სირთულეები”:

“მე და ემას ძალიან გაგვიჭირდა განშორება, ეს მელანქოლიური წუთი იყო, თუმცა ჩვენ ახლაც გვაქვს კავშირი, რომ იცოდეთ რა ძნელი იყო დამშვიდობება.”
ასევე ნინამ დაამატა, რომ ის ინარჩუნებს ამ კასტის სხვა მსახიობებთანაც კონტაქტს
და სულ ცოტა ხნის წინ შეხვდა მეი უიტმანს.

“მე შევხდი მეი უიტმანს გუშინ საღამოს, ხოლო ჩემი მეგობარი ემა ვოტსონი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ლონდონში და ოქსფორდისთვის ემზადება.”

თქვენ მოგეწონათ “ჰარი პოტერის” მეგა ვარსკვლავი ემა ვოტსონი?

“ის ძალიან შთამბეჭდავია, ის ძალიან ჭკვიანი და ეროდირებული გოგონაა, ემა ასევე ძალიან ადვილად შემოდის კონტაქთში და ის მართლაც ძალიან კარგი მეგობარია.”

დატოვე კომენტარი