კლემენს პუაზი (ფლერ დელაკური)

სრული სახელი და გვარი: კლემენს გიშარი (Clemence Guichard).
დაბადების თარიღი: 1982 წლის 30 ნოემბერი
დაბადების ადგილი: მეოდონი, ო-დე-სენი, საფრანგეთი
სიმაღლე: 170 სმ

კლემენსის მამა თეატრის მსახიობი და რეჟისორია. პირველი სამსახიობო გამოცდილებაც სწორედ მისგან შეიძინა: ეტიენ გიშარმა შვილს პატარა როლი მისცა ერთ-ერთ სპექტაკლში. მოგვიანებით მსახიობმა სასცენო ფსევდონიმად დედის ქალიშვილობის გვარი – პუაზი ამოირჩია.
კლემენსი მეოდონის სკოლაში სწავლობდა და პოპულარობით არ სარგებლობდა. მისი თქმით “ჩაკეტილი და ცოტა უცნაური” ბავშვი იყო. სკოლის შემდეგ კლემენსმა სწავლა დრამატული ხელოვნების საფრანგეთის ეროვნულ აკადემიაში განაგრძო. შემდეგ კი ნანტერის უნივერსიტეტში, რის შემდეგაც მრავალ სატელევიზიო თუ კინოპროექტში და თეატრალურ დადგმაში მიიღო მონაწილეობა. პირველი ინგლისურენოვანი როლი BBCს მინისერიალში Gunpowder, Treason & Plot მიიღო (2004), სადაც შოტლანდიის დედოფლის, მარიამ პირველის როლი შეასრულა. ამ როლმა ოქროს FIPA (Festival International de Programmes Audiovisuels) მოუტანა საუკეთესო ტელემსახიობი ქალისთვის. 2005 წელს ფლერ დელაკურის როლი შეასრულა ჰარი პოტერის მეოთხე ფილმში, ხოლო 2008 წელს კვლავ ითამაშა რალფ ფაინსის (ლორდი ვოლდემორტი) და ბრენდან გლისონის (ალასტორ “მრისხანეთვალა” მუდი) გვერდით ფილმში In Bruges, რომელიც ოსკარზე იყო ნომინირებული. ფლერ დელაკურის როლს ის პოტერიანას ფინალურ ფილმებშიც დაუბრუნდება.

საინტერესო ფაქტები
შვიდი წლის ასაკში კლემენსი ცხენიდან ჩამოვარდა და ოცი წლის ასაკამდე ახლოსაც აღარ გაკარებია ცხენებს.
არის მოდის სახლ Chloéს სახე.
თავისუფლად ლაპარაკობს ინგლისურად და საკმაოდ ბევრ ინგლისურენოვან ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.
ჰყავს უმცროსი და – მელი, რომელიც აგრეთვე მსახიობია.

დატოვე კომენტარი