სიახლეები ემა ვოტსონზე


ემა ვოტსონის ახალ ფილმები

“რას უნდა ელოდო ფერძიმობის დროს” დაახლოებით ასე ითარგმნება იმ ფილმის სახელი (‘What to Expect When You’re Expecting’) რომელშიც სავარაუდოდ მონაწილეობას მიიღებს ემმა ვოტსონი, ფილმის გადაღებები 25 ივლისიდან 29 სექტემბრამდე გაგრძელდება ატლანტაში, რაც ემმას სწავლის პროგრამას ხელს არ უშლის. ფილმის გამოსვლის თარიღია 2012 წლის 11 მაისი. ამ ფილმში მოთხრობილი იქნება ოთხი წყვილის თანამედროვე შეხედულება სიყვარულზე, იმ შემთხვევაში თუ ემა კონტრაქტს ხელს მოაწერს ის შეასრულებს მთავარ როლს. ამ ფილმში ასევე მონაწილეობას მიიღებენ კამერონ დიაზი, ჯენიფერ ლოპესი, ანა კენდრიკი, მეტიუ მორისონი.

ახალი ფილმი Her Royal Spyness

Her Royal Spyness წარმოადგენს 5 რომანიდან სერიებს. მოქმედება ხდება ლონდონში 1930 წელს. აპირებენ ამ წიგნის ეკრანიზაციას, თუმცა ჯერ გადაღებები დაგეგმარების პროცესშია. ავტორი Rees Bowen მთავარი როლის შემსრულებელზე ამბობს: “მე ვიყავი ჰოლივუდში და ვესაუბრე იდეის ავტორებს და მათ მკითხეს თუ რას ვფიქრობდი კირა ნაითლიზე. საბოლოოდ ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ემა ვოტსონი საუკეთესო არჩევანი იქნება, თუმცა ჩვენ ჯერ კასტინგიც კი არ მოგვიწყვია.”

ემა უოტსონი და ჯონი სიმონსი?

სულ ცოტა ხნის წინ ემმამ ინტერვიუ მისცა ჯურნალ Sunday Times Style Magazine, სადაც ამბობდა, რომ მისთვის არ არის ადვილი იპოვოს მეორე ნახევარი იმიტომ, რომ ყველას აშინებს ის სახელი რაც ემმას აქვს, მაგრამ ამის მიუხედავად გაჩნდა ჭორები იმის შესახებ, რომ მსახიობი ხვდება “The Perks of Being a Wallflower”ის მთავარ გმირს.
გარიყულის ცხოვრების სირთულეები რომელშიც ემაც ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს და პარტნიორობას უწევს ჯონი სიმონსი, სწორედ ამ ბიჭზე გავრცელდა ჭორები.

“X” პიროვნებამ, სავრაუდოდ ჯონის მეგობარმა განაცხადა, რომ ემმა ოფიციალურად ხვდება ჯონის და მათი ურთიერთობა ძალიან მალე გახდება ოფიციალური.
“მას მოსწონს ის, რომ ჯონი ჩვეულებრივი ბიჭია, მას ეჩვენება, რომ ის ძალიან საყვარელია. ჯონიც ემასთან მიმართებაში ზუსტად ანალოგიურს გრძნობს იმიტომ, რომ ემა არ იქცევა მეგა ვარსკვლავივით.”

ჯო ჯონასის ახალი გატაცება ემა ოუტსონია?

ჭორის დონეზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯოს ბრიტანეთში ჩასვლამდე ის დაუკავშირდა მეგობრებს რათა ისინი ემას დაკავშირებოდნენ. აი რას ამბობს ჯოს ახლო მეგობარი და ამ ინფორმაციის წყარო: ” შეგახსენებთ, რომ აპრილში ჯომ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ყოველთვის იყო ემა უოტსონით გატაცებული!”

დატოვე კომენტარი