ემა

მომხიბვლელ და ჭკვიან ემას უდარდელი ბავშვობა ჰქონდა.
იგი კერძო სკოლაში, უმაღლეს ქულებზე სწავლობდა.
ასევე, მონაწილეობდა სასკოლო თვითშემოქმედებაში და არაერთხელ გაუმარჯვია პოეტურ კონკურსებში.
„ჰარი პოტერის“ ქასთინგზე ემა, მისი დრამატული წრის ხელმძღვანელმა წაიყვანა.
მისი მხარდაჭერით ემამ ქასთინგის რვა ურთულესი რაუნდი გაიარა, სანამ როლზე დაამტკიცებდნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ სხვა ბავშვი მსახიობების მსგავსად, ემა უოტსონს სულაც არ გასჩენია ვარსკვლავური სენი.
იგი ერთი ჩვეულებრივი თინეიჯერი იყო, რომელსაც არც ვარსკვლავობის ამბიცია ჰქონდა და არც უჩვეულო მოთხოვნები.
თუმცა, თავის ფასი იცოდა და როდესაც მეექვსე სერიის გადაღება დასრულდა,
ემამ პროექტიდან წასვლის სურვილი გამოთქვა, რათა უმაღლესი პროფესიული განათლება მიეღო.
პროდიუსერებმა მისი ჰონორარი უმალვე 2 მილიონი გირვანქა სტერლინგით გაზარდეს, რაზეც ემამ უარი აღარ თქვა, თუმცა დაამატა,
რომ გადაღებებისთვის მხოლოდ არდადეგების პერიოდში მოიცლიდა.

ბრწყინვალე მონაცემების მქონე ემას ოქსფორდისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში ელოდებოდნენ.
თუმცა, მან ნაკლებპრესტიჟული ამერიკული, ბრაუნის უნივერსიტეტი ამჯობინა.
იქ იოლად დაემალებოდა პაპარაცებს და თავს ჩვეულებრივი სტუდენტივით იგრძნობდა.
როდესაც ემამ დენიელ რედკლიფს უამბო, რომ სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში აპირებდა ცხოვრებას,
„ჰარი პოტერის“ როლის შემსრულებელმა მას ავადმყოფი უწოდა და მასხრად აიგდო.

დატოვე კომენტარი