Monthly Archives: აგვისტო 2011

ემას ქართული ბლოგი :)


შეიქმნა ემას ახალი ქართული ბლოგი, შეგიძლიათ ესტუმროდ და გაიგოთ ემაზე უამრავი რაგაც, ჩვენი ბლოგები ასე ვთქვათ ვპარტნიორობთ 🙂 ლინკი ქვემოთაა მოცემული და ესტუმრეთ

http://emmawastongeo.wordpress.com/

რუპერტ გრინი და ტომ ფელტონი-აუთსაიდერების ბანდა

რუპერტ გრინი და ტომ ფელტონი ფოტოსესიაში ბრენდისთვის “აუთსაიდერების ბანდა”. გადაღებები მიმდინარეობდა ლოს-ანჯელესის ერთერთ სასახლეში (იდეალური ადგილია ყოფილი ”ჰოგვართსის” აღსაზრედელბისთვის, არა?), ტომისა და რუპერტის გარდა ადრე ამ ბრენდის სახე იყო კრისტენ დანსტი.










*რუპერტ გრინტი ინგლისსში V ფესტივალზე



ემა

მომხიბვლელ და ჭკვიან ემას უდარდელი ბავშვობა ჰქონდა.
იგი კერძო სკოლაში, უმაღლეს ქულებზე სწავლობდა.
ასევე, მონაწილეობდა სასკოლო თვითშემოქმედებაში და არაერთხელ გაუმარჯვია პოეტურ კონკურსებში.
„ჰარი პოტერის“ ქასთინგზე ემა, მისი დრამატული წრის ხელმძღვანელმა წაიყვანა.
მისი მხარდაჭერით ემამ ქასთინგის რვა ურთულესი რაუნდი გაიარა, სანამ როლზე დაამტკიცებდნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ სხვა ბავშვი მსახიობების მსგავსად, ემა უოტსონს სულაც არ გასჩენია ვარსკვლავური სენი.
იგი ერთი ჩვეულებრივი თინეიჯერი იყო, რომელსაც არც ვარსკვლავობის ამბიცია ჰქონდა და არც უჩვეულო მოთხოვნები.
თუმცა, თავის ფასი იცოდა და როდესაც მეექვსე სერიის გადაღება დასრულდა,
ემამ პროექტიდან წასვლის სურვილი გამოთქვა, რათა უმაღლესი პროფესიული განათლება მიეღო.
პროდიუსერებმა მისი ჰონორარი უმალვე 2 მილიონი გირვანქა სტერლინგით გაზარდეს, რაზეც ემამ უარი აღარ თქვა, თუმცა დაამატა,
რომ გადაღებებისთვის მხოლოდ არდადეგების პერიოდში მოიცლიდა.

ბრწყინვალე მონაცემების მქონე ემას ოქსფორდისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში ელოდებოდნენ.
თუმცა, მან ნაკლებპრესტიჟული ამერიკული, ბრაუნის უნივერსიტეტი ამჯობინა.
იქ იოლად დაემალებოდა პაპარაცებს და თავს ჩვეულებრივი სტუდენტივით იგრძნობდა.
როდესაც ემამ დენიელ რედკლიფს უამბო, რომ სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში აპირებდა ცხოვრებას,
„ჰარი პოტერის“ როლის შემსრულებელმა მას ავადმყოფი უწოდა და მასხრად აიგდო.

სიახლეები ემა ვოტსონზე


ემა ვოტსონის ახალ ფილმები

“რას უნდა ელოდო ფერძიმობის დროს” დაახლოებით ასე ითარგმნება იმ ფილმის სახელი (‘What to Expect When You’re Expecting’) რომელშიც სავარაუდოდ მონაწილეობას მიიღებს ემმა ვოტსონი, ფილმის გადაღებები 25 ივლისიდან 29 სექტემბრამდე გაგრძელდება ატლანტაში, რაც ემმას სწავლის პროგრამას ხელს არ უშლის. ფილმის გამოსვლის თარიღია 2012 წლის 11 მაისი. ამ ფილმში მოთხრობილი იქნება ოთხი წყვილის თანამედროვე შეხედულება სიყვარულზე, იმ შემთხვევაში თუ ემა კონტრაქტს ხელს მოაწერს ის შეასრულებს მთავარ როლს. ამ ფილმში ასევე მონაწილეობას მიიღებენ კამერონ დიაზი, ჯენიფერ ლოპესი, ანა კენდრიკი, მეტიუ მორისონი.

ახალი ფილმი Her Royal Spyness

Her Royal Spyness წარმოადგენს 5 რომანიდან სერიებს. მოქმედება ხდება ლონდონში 1930 წელს. აპირებენ ამ წიგნის ეკრანიზაციას, თუმცა ჯერ გადაღებები დაგეგმარების პროცესშია. ავტორი Rees Bowen მთავარი როლის შემსრულებელზე ამბობს: “მე ვიყავი ჰოლივუდში და ვესაუბრე იდეის ავტორებს და მათ მკითხეს თუ რას ვფიქრობდი კირა ნაითლიზე. საბოლოოდ ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ემა ვოტსონი საუკეთესო არჩევანი იქნება, თუმცა ჩვენ ჯერ კასტინგიც კი არ მოგვიწყვია.”

ემა უოტსონი და ჯონი სიმონსი?

სულ ცოტა ხნის წინ ემმამ ინტერვიუ მისცა ჯურნალ Sunday Times Style Magazine, სადაც ამბობდა, რომ მისთვის არ არის ადვილი იპოვოს მეორე ნახევარი იმიტომ, რომ ყველას აშინებს ის სახელი რაც ემმას აქვს, მაგრამ ამის მიუხედავად გაჩნდა ჭორები იმის შესახებ, რომ მსახიობი ხვდება “The Perks of Being a Wallflower”ის მთავარ გმირს.
გარიყულის ცხოვრების სირთულეები რომელშიც ემაც ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს და პარტნიორობას უწევს ჯონი სიმონსი, სწორედ ამ ბიჭზე გავრცელდა ჭორები.

“X” პიროვნებამ, სავრაუდოდ ჯონის მეგობარმა განაცხადა, რომ ემმა ოფიციალურად ხვდება ჯონის და მათი ურთიერთობა ძალიან მალე გახდება ოფიციალური.
“მას მოსწონს ის, რომ ჯონი ჩვეულებრივი ბიჭია, მას ეჩვენება, რომ ის ძალიან საყვარელია. ჯონიც ემასთან მიმართებაში ზუსტად ანალოგიურს გრძნობს იმიტომ, რომ ემა არ იქცევა მეგა ვარსკვლავივით.”

ჯო ჯონასის ახალი გატაცება ემა ოუტსონია?

ჭორის დონეზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯოს ბრიტანეთში ჩასვლამდე ის დაუკავშირდა მეგობრებს რათა ისინი ემას დაკავშირებოდნენ. აი რას ამბობს ჯოს ახლო მეგობარი და ამ ინფორმაციის წყარო: ” შეგახსენებთ, რომ აპრილში ჯომ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ყოველთვის იყო ემა უოტსონით გატაცებული!”

კოშმარული ცხოვრება (ემა და დანიელი)

ემა ვატსონის-ტრაგიკული ისტორია
ალბათ ბევრმა თქვენგანმა არ იცის რომ ეს გოგონა უკიდურეს გაჭირვებაში იზრდებოდა,მისმა ნადვილმა ამბავმა შეძრა მსოფლიო ალბათ შესაძლოა ამ ყოველივეს კონკიას ამბავიც კი ვუწუდოთ,ემას ბავშობაში პურის ფულიც კი არ ქონდა მისი მამა მას სასტიკად ცემდა,ამუშავებდა და მრავალ საზიზღობას აკეთებინებდა,მაგრამ გოგონამ აიხდინა ოცნება ის მსოფლიო ნომერ პირველი ბესცელერის გმირი გახდა….გოგონას ვირთხების გარემოში ეძინაა…ახლა კი ნამდვილ სასახლეში ცხოვრობს..
დენიელ რედკლიფის ამაზრზენი წარსული
ის ერთ დროს ბოთლებს აგროვებდა უწევდა მრავალი წინაამღდეგობის გადალახვა რომ ეშოვა ლუკმა პური,ბიჭს ამაზე საჯაროდ ლაპარაკი არ უყვარს და შოკში ჩავარდა როდესაც გაიგო რომ მის ყოფილ მეზობელს მთელი ამბავი მოუყოლია ჟურნალისტისთვის..8 წლის ასაკში კი გადაწვიტა რომ რაღაც შეეცლა მოხდა სასწაული და ის ჰარი პოტერის მთავარი გმირი გახდა,დღეს ის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ვარსკვლავებში(თინეიჯერ) მე-9 ადილზეა.

(P.S ამ იმფორმაციებს ახლა შემთხვევით წავაწყდი და გადავწყვიტე თქვენთვის გამეზიარებინა, მაგრამ ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი პაპარაცული ტყუილია 🙂 )

ტომ ფელტონი – Da Man 2011 წლის, აგვისტო– სექტემბრის ნომერში

«ყველაზე მაგარი,ცუდი ბიჭი ლონდონში» ტომ ფელტონმა ,რომელსაც არასდროს არ უნანია,
ჰარი პოტერში უარყოფითი პერსონაჟის როლის თამაში, მონაწილეობა მიიღო ფოტოსესიაში
მოდური ჟურნალისთვის Da Man.








დანიელ რედკლიფი უცნობ გოგონასთან ერთად ხელჩაკიდებული ნიუ-იორკში.




Emma Watson for iD

ფოტოგრაფმა Mariano Vivancoმა ჟურნალ iD ისთვის გადაიღო ემა უოთსონი.
ჯერჯერობით მხოლოდ 3 ფოტოა გავრცელებული.

კლემენს პუაზი (ფლერ დელაკური)

სრული სახელი და გვარი: კლემენს გიშარი (Clemence Guichard).
დაბადების თარიღი: 1982 წლის 30 ნოემბერი
დაბადების ადგილი: მეოდონი, ო-დე-სენი, საფრანგეთი
სიმაღლე: 170 სმ

კლემენსის მამა თეატრის მსახიობი და რეჟისორია. პირველი სამსახიობო გამოცდილებაც სწორედ მისგან შეიძინა: ეტიენ გიშარმა შვილს პატარა როლი მისცა ერთ-ერთ სპექტაკლში. მოგვიანებით მსახიობმა სასცენო ფსევდონიმად დედის ქალიშვილობის გვარი – პუაზი ამოირჩია.
კლემენსი მეოდონის სკოლაში სწავლობდა და პოპულარობით არ სარგებლობდა. მისი თქმით “ჩაკეტილი და ცოტა უცნაური” ბავშვი იყო. სკოლის შემდეგ კლემენსმა სწავლა დრამატული ხელოვნების საფრანგეთის ეროვნულ აკადემიაში განაგრძო. შემდეგ კი ნანტერის უნივერსიტეტში, რის შემდეგაც მრავალ სატელევიზიო თუ კინოპროექტში და თეატრალურ დადგმაში მიიღო მონაწილეობა. პირველი ინგლისურენოვანი როლი BBCს მინისერიალში Gunpowder, Treason & Plot მიიღო (2004), სადაც შოტლანდიის დედოფლის, მარიამ პირველის როლი შეასრულა. ამ როლმა ოქროს FIPA (Festival International de Programmes Audiovisuels) მოუტანა საუკეთესო ტელემსახიობი ქალისთვის. 2005 წელს ფლერ დელაკურის როლი შეასრულა ჰარი პოტერის მეოთხე ფილმში, ხოლო 2008 წელს კვლავ ითამაშა რალფ ფაინსის (ლორდი ვოლდემორტი) და ბრენდან გლისონის (ალასტორ “მრისხანეთვალა” მუდი) გვერდით ფილმში In Bruges, რომელიც ოსკარზე იყო ნომინირებული. ფლერ დელაკურის როლს ის პოტერიანას ფინალურ ფილმებშიც დაუბრუნდება.

საინტერესო ფაქტები
შვიდი წლის ასაკში კლემენსი ცხენიდან ჩამოვარდა და ოცი წლის ასაკამდე ახლოსაც აღარ გაკარებია ცხენებს.
არის მოდის სახლ Chloéს სახე.
თავისუფლად ლაპარაკობს ინგლისურად და საკმაოდ ბევრ ინგლისურენოვან ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.
ჰყავს უმცროსი და – მელი, რომელიც აგრეთვე მსახიობია.